„საუბნო საარჩევნო კომისიების 29 086 პროფესიული წევრიდან 29 060 წევრი (ანუ 99,9%) ოპოზიციის მონაწილეობით არის არჩეული“, - ამის შესახებ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი წერს.
„არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა ტრადიციულად სპეკულაციის საგნად რომ არ იქცეს, ეს სტატისტიკა დავიმახსოვროთ.
საუბნო საარჩევნო კომისიების 29 086 პროფესიული წევრიდან 29 060 წევრი (ანუ 99,9%) ოპოზიციის მონაწილეობით არის არჩეული (ამასთან, 88,46%-ს მინიმუმ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა მხარი).
29 086-დან ასარჩევად საჭირო მინიმალური კვორუმით - 9 ხმით, როცა პარტიული წევრებიდან მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ხმა, არჩეულია მხოლოდ 26 წევრი (ანუ 0,089%)“, - წერს შალვა პაპუაშვილი.