logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: სააკაშვილი მშვენივრად ხვდებოდა, თუ რამხელა როლი ითამაშა ,,ასავალ-დასავალმა" მისი რეჟიმის შერყევასა და დემონტაჟში
- +

30 სექტემბერი. 2021. 20:47

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს თამარ ჩერგოლეიშვილმა ,,პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა: სააკაშვილი ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა, რომ ჩვენი ,,ასავალ-დასავალი" შეგვექმნა და იმით გვებრძოლა ბიძინას წინააღმდეგო!

არ მიკვირს, რადგან სააკაშვილი მშვენივრად ხვდებოდა, თუ რამხელა როლი ითამაშა ,,ასავალ-დასავალმა" მისი რეჟიმის შერყევასა და დემონტაჟში.

ეს სააკაშვილმა საქართველოდან გაქცევის წინაც აღიარა, როცა ტელეკამერების წინაშე განაცხადა: ,,ჩვენ დავმარცხდით იმიტომ, რომ ხალხმა დაუჯერა ,,ასავალ-დასავალის" პროპაგანდას!"

სინამდვილეში, ის, რასაც სააკაშვილმა ,,პროპაგანდა" დაარქვა, შეულამაზებელი, შიშველი და ნეოლიბერალური პოლიტკორექტული ცენზურისაგან თავისუფალი სიმართლე იყო.

სააკაშვილმა ისიც კარგად იცის, რომ მისი რევანშისტული გეგმების განხორციელებისა და ქართველი ხალხის მიერ წართმეული ძალაუფლების კვლავ მიტაცების გზაზე ერთ-ერთ მთავარ წინაღობად ისევ ,,ასავალ-დასავალი" დახვდება.

რაც შეეხება თამარა ჩერგოლეიშვილსა და ღმერთის მკვლელი ნეოლიბერალიზმის სხვა ადეპტებს, ისინი ,,თავიანთ ,,ასავალ-დასავალს", ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვერ გააკეთებენ, რადგან დადასტურებული ჭეშმარიტებაა, რომ ვირს ხეზე ასვლა არ შეუძლია,   ხოლო ნეხვისგან ხაჭო არ კეთდება“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner