logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძემ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა
- +

26 ივლისი. 2016. 20:38



საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ თავად კულტურის მინისტრმა განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ კინწურაშვილს მთელი  დღის განმავლობაში ჰქონდა დრო, რომ მიეღო გადაწყვეტილება და თავის ნებით დაეტოვებინა თანამდებობა, თუმცა მან ეს არ ისურვა.


„სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კინწურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო", - აღნიშნა გიორგაძემ.


მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ძალაში  დღეიდან შევა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner