logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე: მჯერა, რომ პრეზიდენტი არ დაუშვებს შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში
- +

1 ოქტომბერი. 2021. 00:25

 

 

„ნიკა მელიას ვუსმენდი და ამბობდა, რომ კარგი იქნება ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ჩვენ თვითონ ვართ მთავარი და არა უცხოელებიო და ეს ის ნიკა მელიაა, რომელიც უცხოელების ძალით დაპარპაშებს გარეთ და მათ მიერ გადახდილი გირაოს ქვეშ არის და უცხოელების თავდებობით არის, რომ რომელიღაც ფეშენებელურ სასტუმროში ყელყელაობს“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„შეიძლება ამან მისცა სააკაშვილს იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელიც კვლავაც არის მზად ამ კალიბრის დამნაშავე შეიწყალოს. მე ქალბატონ სალომეს ვიცნობ ლამის ბავშვობიდან, სტუდენტობის ასაკიდან და მეტ-ნაკლებად მგონია შემიძლია გავთვალო, მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, რომ ეს იმ ადამიანების შთამომავალია, რომელიც დაბრუნდა სამშობლოში იმისთვის, რომ საქართველო წინ წაიყვანოს და ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ამას, ვინც არ უნდა სთხოვოს. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი არ დაუშვებს შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner