logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნება" ხალხს პირველ რიგში იმით დაამახსოვრდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად ქვეყანას სააკაშვილის რეჟიმი მოაშორა
- +

1 ოქტომბერი. 2021. 00:41

 

 

 „„ქართული ოცნება“ მოქალაქეებს, მაშინაც კი, როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში დაამახსოვრდებათ იმით, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ივანიშვილის მეთაურობით, ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ დიდი უბედურება მოაშორა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ჩვენ მოვიტანეთ ამდენ წლიანი და ღმერთმა იცის, რამდენად რთული იყო სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება. ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც მოიტანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ბიზნესმენებისთვის (არა მხოლოდ) უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და რომელმაც განახორციელა ძალიან დიდი საკანონმდებლო და პრაქტიკული რეფორმები. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც შვება მისცა ბიზნეს, რომელმაც გაათავისუფლა ადამიანი და რომელმაც პატიმარს დაუბრუნა თავისი ღირსება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner