logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი სააკაშვილზე: მისი მმართველობის დროს გამწარებული ადამიანების რიცხვი გაცილებით დიდია და სამართლის აღსრულებას მეტი მომხრე ჰყავს
- +

1 ოქტომბერი. 2021. 00:54

 

 

„აქ იგივე სცენარს ნამდვილად არ მოველი“, - ასე უპასუხა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში დასმულ კითხვაზე, არის თუ არა იგივე საქართველოში მოსალოდნელი, რაც უკრაინაში სააკაშვილის დაკავებისას მისი მხარდამჭერების მიერ მოხდა.

 

„საქართველოში ამ ადამიანის მიერ, მისი მმართველობისა და ლიდერობის პერიოდში გამწარებული ადამიანების რიცხვი გაცილებით დიდია და კანონისა და სამართლის აღსრულებას გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე იმ პატარა ჯგუფს, რომელსაც გულუბრყვილოდ მიაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ერის მამა. ჩვენ გვყოლია ერის მამები, ნამდვილი მამები, მათ შორის წმინდანად შერაცხული, მაგრამ სააკაშვილი მათ რიცხვში არ მოიაზრება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner