„სააკაშვილის ჩამოსვლა არანაირ ცალკე გეგმად არ განიხილება და ის, რაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზზე მოხდა, საქართველოში ვერ მოხდება“, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, განმეორდეს 2017 წლის 10 სექტემბრის სურათი, რაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ვიხილეთ.
„მიხეილ სააკაშვილი აქ ვერანაირ დესტაბილიზაციას ვერ შემოიტანს და მისი ჩამოსვლა არანაირ ცალკე გეგმად არ განიხილება. ის მსჯავრდებულია უმძიმეს დანაშაულებში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეს მართლმსაჯულებას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებშიც მას უშუალო პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მიუძღვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.