logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ღმერთმა დაგვიფაროს, რომელიმე ჟურნალისტს თუნდაც ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს, თუმცა მე არ ვიცი ეს სააკაშვილს გაუხარდება თუ ეწყინება
- +

1 ოქტომბერი. 2021. 01:44

 

 

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რომელიმე ჟურნალისტს და თუნდაც გვარამიას, ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს, ეს ხელისუფლებასა და საზოგადოებაში არავის ინტერესში არ არის, თუმცა მე არ ვიცი ეს სააკაშვილს გაუხარდება თუ ეწყინება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, გვარამიას ლიკვიდაცია შესაძლოა იყოს რუსეთის ინტერესში, ასევე აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" სისხლის მოყვარული ძალაა.

 

„სიმპტომატურია ამ სამსახურის (სუსი) წინააღმდეგ ორგანიზებული და ორკესტრირებული შტურმი, იმიტომ, რომ ეს არის ის სამსახური, რომელსაც არაერთი ქვეყნისათვის ძალიან მძიმე ფაქტი აუცილებია თავიდან. იქნებოდა ეს ბატონი გაბუნიას წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული თუ ამ შემთხვევაში ბატონი გვარამიას წინააღმდეგ.

 

ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და რა თქმა უნდა თუკი ამგვარი დანაშაულის დაგეგმვა შეიძლება მოდიოდეს ოკუპანტისგან, ეს პირველ რიგში მათ ინტერესში შეიძლება იყოს.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის უნდა არჩევნების წინ რაღაც დოზით სისხლი, რადგან ის სისხლის მოყვარული ხელისუფლებაა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რომელიმე ჟურნალისტსა და თუნდაც გვარამიას, თუნდაც ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს, ეს ხელისუფლებაში და საზოგადოებაში არავის ინტერესში არ არის, თუმცა მე არ ვიცი ეს სააკაშვილს გაუხარდება თუ ეწყინება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner