logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო მედიაგარემო, მათი კალენდარის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრიდან იწყება
- +

1 ოქტომბერი. 2021. 01:51

 

 

„გავეცანი TI-ის (გამჭვირვალობის) შეფასების დოკუმენტს სათაურით: „წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასება“

და წინასაარჩევნო მედიაგარემოსთან არავითარი კავშირი არ აქვს ამ დოკუმენტში დასახელებულ საკითხებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მეორეც, აღმოჩენა იყო ჩემთვის შემდეგი:

 

ამ წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასების პერიოდად აღებული აქვთ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული და, მეტიც, უფრო ადრინდელი პერიოდი.

ფაქტია, ამ ორგანიზაციისთვის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო მედიაგარემო, მათი კალენდარის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრიდან იწყება“, -წერს ოხანაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner