„ჩვენს ოპონენტებს, მე რადარზე ვერ ვხედავ, ეს სამწუხაროა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ძალიან მინდა, რომ თუნდაც 2024 წელს პოლიტიკური ცა გაიხსნას და ბევრი ახალგაზრდა შემოვიდეს პოლიტიკურ სცენაზე, რომ ჩემო თაობის ადამიანებს, რომლებიც ამ დროს 50 წლის ვიქნებით, მიშასავით კი არ დავძვრებოდეთ სახურავებზე და ვიღაცებივით ვერ ვხვდებოდეთ, რომ დაბადების წელი რაც გაქვს იმას ვერ შეცვლი და ახალგაზრდებს დავუთმოთ და გადავაბაროთ ხელისუფლება. ამის იმედით, მე პირადად ვცოცხლობ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.