logo_geo
eng_logo
„მოსალოდნელია, რომ სააკაშვილსა და ბოკერიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდეს“
- +

26 ივლისი. 2016. 20:47



„ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირებაში ბოკერიამ, შეიძლება ითქვას, გაიმარჯვა. საარჩევნო მარათონზე გიგა ჯერჯერობით მიშას ყველა საკითხში უგებს", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს. გამოცემის ინფორმაციით, გიგა ბოკერია სანდრა რულოვსის პირველ ნომრად ჩაწერას არ ეთანხმება და დაპირისპირებაც სწორედ აქედან დაიწყო.

 

„სხვებისგან განსხვავებით, ბოკერია არ დაეთანხმა სანდრა რულოვსის ნაციონალების პირველი ნომრად ჩაწერას. ამ პოზიციებზე მან დავით ბაქრაძე დაალობირა. საარჩევნო სიის პირველი ათეულიც სწორედ მან შეადგინა... სააკაშვილმა პარტია ვერც პრემიერად მის წარდგენაზე დაითანხმა. როცა მიშას პრემიერობაზე ვსაუბრობთ, რაღა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ჩრდილოვან კაბინეტს, რომლის პრეზენტაციასაც „ნაციონალური მოძრაობა" სულ მალე მოახდენს და ამ კაბინეტში სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომ პრემიერად სწორედ ის დასახელებულიყო. ბოკერიამ აქაც თავისი გაიტანა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ამ პოსტზე ჩრდილოვან კაბინეტში ბოკერიას ფავორიტი..." - წერს გამოცემა.


აქვე „პრაიმტაიმის" ცნობით, ბოკერიასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება პარტიის ყრილობის გასამართად ექს-პრეზიდენტის მიერ დიდგორის დასახელებამაც გამოიწვია.



„სააკაშვილისა და ბოკერიას გუნდებს შორის ღია დაპირისპირება სოციალურ ქსელშიც იჩენს ხოლმე თავს. ერთ-ერთი ბოლო ასეთი წაკინკლავება მათ ყრილობასთან დაკავშირებით მოუვიდათ. სააკაშვილის მიერ დაანონსებული ყრილობის ადგილი - დიდგორი, მათ გუნდებს შორის ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის თემა გახდა. ბოკერიას გუნდმა სააკაშვილის მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის" აგრესიულ ნაწილადაც კი მონათლა.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ სააკაშვილსა და ბოკერიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდეს", - წერს „პრაიმტაიმი". 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner