logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: სულ არ მადარდებს, პიტკინი რას იზამს! მე და ჩემნაირებს ბრძოლა არ დაგვისრულებია!
- +

1 ოქტომბერი. 2021. 12:48

 

კონფლიქტების მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ნუ მირეკავთ ერთი ჩაკუკულები

- ვაიმეეე,  ჩამოვიდააა?

 

აი, თქვენნაირების გამო ცოცხლობს ეს მითოლოგიური პერსონაჟი!!!

 

არადა, თქვენ, ჩაკუკულებო, თანამდებობებზე ხართ!!!

 

სულ არ მადარდებს, პიტკინი რას იზამს!

 

მისი შაპიტო ცირკი სად გამართავს მორიგ შოუს!

 

თქვენ რომ მას უსაპნოდ ეტენებოდით, მე მასზე წიგნებს ვწერდი და მსოფლიოს ვაკითხებდი მის სადიზმს!

 

მერე, ბევრი თქვენგანი უძარღვოდ პორტირდა „ოცნებაში“!

 

„იასნია“, გეშინიათ, თორემ მე და ჩემნაირებს ბრძოლა არ დაგვისრულებია და კარგადაც ვიცი რაპირის და ხმალის ხმარება!

 

მე ვარ და ვიყავი ჩემი პრინციპების ერთგული!

 

ვიბრძოდი და კვლავაც ვიბრძვი!

 

და კიდევ - არ მომბეზრდება ბიძინა ივანიშვილისთვის 2012 ის 1 ოქტომბრისთვის მადლობის გადახდა!

 

მჯერა ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ვაჟკაცური ბუნების!

 

მე  დღეს, უფრო მნიშვნელოვანი დღე მაქვს - დედაჩემის დაბადების დღე!“ - წერს ლალი მოროშკინა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner