შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“-მ კასპის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიაბი-ბორტას გზის მოასფალტების მოსამზადებელი სამუშაო დაიწყო.
პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, რკინაბეტონის კიუვეტების, ეზოში შესასვლელების მოწყობას, გზის მოასფალტებას და საგზაო ნიშნების მონიშვნას.
გზის რეაბილიტაცია სოფელ ქვემო გომიდან იწყება (გზა გასულ წელს მოასფალტდა), გაივლის სოფელ ნიაბს, ბორტას და სოფელ მეტეხს უერთდება.
გზის რეაბილიტაციაზე 2 447 902 ლარი იხარჯება, რომლის სიგრძე 3 305 გრძივი მეტრია საგარანტიო ვადა 2 კი წელი.
სამუშაოს დამკვეთი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.