logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, საბოლოოდ დასრულდა
- +

1 ოქტომბერი. 2021. 15:32

 

„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, საბოლოოდ დასრულდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი გეგმა არ აქვს, გარდა არეულობისა. ეს არის მათი ერთადერთი ინსტრუმენტი, უნარი, რომელიც ამ პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდა ადრე და ეს უნარებია, რომელსაც ახლაც ავლენენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner