logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: ეს არის მისი პოლიტიკური გონიერების მწვერვალიც და ფსკერიც!
- +

1 ოქტომბერი. 2021. 16:41

 

 

„ამ ყველაფრის შემდეგ ჩემთვის მიშა ერთღამიანი, იაფფასიანი „პოლიტიკოსია“,  რომელიც საკუთარი ქვეყნით, ხალხით კიდევ ერთხელ გაერთო და მეძავებისგან განსხვავებით, მას ამაში ფულსაც არავინ უხდის... უხერხულია, ყველაფერიც ვთქვა, რასაც ვფიქრობ...“ - ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„აი, რატომ?

 

ამხელა ტყუილი, საკუთარი ხალხის, ამომრჩევლის შეურაცხყოფა რას აძლევს?

 

ნაცებისგან ასეთი უგვანი ქცევა მე  პირადად არ გამკვირვებია და ეს ფსკერის  ფსკერია,  მაგრამ ხომ არსებობს/უნდა არსებობდეს რაღაც წერტილი, სადაც ეს მარაზმი დასრულდება?

 

არ ვიცი,  რა დავარქვა ამ მდაბიო, სამარცხვინო ქცევას, პოლიტიკასთან კავშირი რომ არ აქვს?

 

არც საქართველოში შემოსულა, არც უკრაინიდან გასულა და სადღაც ზის ახლა პირში ცერა თითის ლოკვით და ერთობა!

 

ეს არის მისი პოლიტიკური გონიერების მწვერვალიც და ფსკერიც;

 

ეს არის მისი დამოკიდებულება საკუთარი მხარდამჭერების და ქვეყნის მიმართ!

 

ეს არის მისი სახეც და უსახობაც!

 

ამ ყველაფრის შემდეგ ჩემთვის მიშა ერთღამიანი, იაფფასიანი „პოლიტიკოსია“,  რომელიც საკუთარი ქვეყნით, ხალხით კიდევ ერთხელ გაერთო და მეძავებისგან განსხვავებით, მას ამაში ფულსაც არავინ უხდის... უხერხულია, ყველაფერიც ვთქვა, რასაც ვფიქრობ...

 

თუმცა, ფიქრის გარდა, სამწუხაროდ, ბევრიც ვიცი და  მენანება საქართველოს ისტორიის  ფურცლები ამდენი შავი და სამარცხვინო ლაქისთვის“, - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner