„ბოლო მომენტში აუცილებლად იტყვის, რომ მას უნდოდა აეცილებინა სისხლისღვრა, დაპირისპირება, რომ ის ისევ ის მიხეილია „კავკასიური ცარცის წრიდან“, რომლის გაგლეჯაც სურთ და ისაა საქართველო და ხომ არ გააგლეჯინებს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, კონფლიქტების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ლალი მოროშკინამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„სააკაშვილის იმიჯი, რომ ვითომ სპონტანურია, ნამდვილად არაა ასე, მას გათვლილი აქვს ყველა ნაბიჯი, ამიტომ ამ გათვლილი ნაბიჯებიდან გამომდინარე, როდესაც დაინახავს, რომ მხოლოდ ეგზალტირებული მასაა მისი ჩამოსვლის მომხრე, ბოლო მომენტში აუცილებლად იტყვის, რომ მას უნდოდა აეცილებინა სისხლისღვრა, დაპირისპირება, რომ ის ისევ ის მიხეილია „კავკასიური ცარცის წრიდან“, რომლის გაგლეჯაც სურთ და ისაა საქართველო და ხომ არ გააგლეჯინებს. ის ეგზალტირებული მასაც იტყვის, რომ აი, მიშამ შესწირა თავისი ინტერესი ქვეყნის ინტერესს და ა.შ. თუ ჩამოვა, ასრულდება სამართალი და ის მიდის ციხეში, რაც მისთვის ყველაზე არაკომფორტულია და მისი ფსიქოლოგიის ტიპაჟისთვისაც წარმოუდგენელი“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგეძლებათ 4 ოქტომბერს, გაზეთ „ქართული აზრის“ მე-9 ნომერში