„კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დამნაშავეა და კრიმინალი. სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ არაერთგზის მოიქცა, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ისე მოვექეცით, როგორც ჩვენი ხალხი და კულტურა იმსახურებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას.
„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს. ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ უპრეცენდენტო ღონისძიებაში იყო ჩართული. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას და ჩვენს მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა.
კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დამნაშავეა. კრიმინალი, სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ისე მოვექეცით, როგორც ჩვენი ხალხი და კულტურა იმსახურებს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.