ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო. იგი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას სოციალურ ქსელით ეხმაურება:
„ბრავოო ვახო გომელაური, ბრავო გრიგოლ ლილუაშვილი, შენ გენაცვალე ირაკლი, ახლაც დადექით და იღლიცინეთ. ამას ქვია უნაკლოდ შესრულებული ოპერაცია ყოველგვარი ხმაურის გარეშე. ეს ვერ შეძლო უკრაინამ და შეძლო ჩემმა მთავრობამ! გახარიებო, ნასუსრებო, მიხუისტებო, ჭუტავიზიებო, ნიკუტებო გილოცავთ, მიხელ სააკაშვილი ციხეშია! ხვალ, გამარჯვება ჩვენია! ჩემი საქართველო აქ არის!“ - წერს ნინო ჯღარკავა.