logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ხვალ ქართული საზოგადოება საბოლოო განაჩენს გამოუტანს როგორც „ნაცმოძრაობას“, ისე მის სატელიტ პარტიებს
- +

1 ოქტომბერი. 2021. 20:44

 

 

„ხვალ ქართული საზოგადოება საბოლოო განაჩენს გამოუტანს როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე მის სატელიტ პარტიებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„რეფერენდუმში იგულისხმება ის, რომ ხვალ ქართული საზოგადოება საბოლოო განაჩენს გამოუტანს როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე მის სატელიტ პარტიებს. ეს იქნება ელექტორალური პასუხი ამ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც უზრუნველყოფს ქართული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას. მთავარია ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაცია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ. ხვალ მაქსიმალური აქტიურობა გვმართებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის სიმახინჯე, რომელსაც წლების განმავლობაში ვხედავთ ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner