თურქულ კომპანია Tayf Denizcilik ve Nakliyat-ში, რომლის მფლობელობაშია გემი – Mecit Kaptan და რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც ბათუმის პორტში ჩავიდა, უარყოფენ შესაძლებლობას, რომ მათ ბორტზე მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო.
ამის შესახებ ”რია ნოვოსტი” კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
მედიასაშუალება წერს, რომ ბათუმის პორტში ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი ხომალდი შევიდა, მათ შორის თურქულია, რომელიც რუმინეთიდან მოემგზავრებოდა.
“მგზავრების გადაყვანით არ ვართ დაკავებულები, მხოლოდ ტვირთების. რუმინეთიდან საქართველოში არავინ ჩამოგვიყვანია”, – თქვა მან.