logo_geo
eng_logo
გემის მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილი ბათუმში თურქული ხომალდით არ ჩასულა
- +

1 ოქტომბერი. 2021. 21:02

 

თურქულ  კომპანია  Tayf Denizcilik ve Nakliyat-ში, რომლის მფლობელობაშია გემი – Mecit Kaptan და რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც ბათუმის პორტში ჩავიდა, უარყოფენ შესაძლებლობას, რომ მათ  ბორტზე  მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო.

 

ამის შესახებ ”რია ნოვოსტი” კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

 

მედიასაშუალება წერს, რომ ბათუმის პორტში ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი ხომალდი შევიდა, მათ შორის თურქულია, რომელიც რუმინეთიდან მოემგზავრებოდა.

 

“მგზავრების გადაყვანით არ ვართ დაკავებულები, მხოლოდ ტვირთების. რუმინეთიდან საქართველოში არავინ ჩამოგვიყვანია”, – თქვა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner