logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს!
- +

26 ივლისი. 2016. 21:56



ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა ვიცე პრემიერმა, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.


 "გურია იმედებისა და პერსპექტივების მხარეა. გურია 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების ავანგარდში იყო და თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, ოქტომბერშიც ერთად ვივლით გამარჯვებისკენ",- აღნიშნა კახა კალაძემ.


 ვიცე- პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე სოფლებში გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების პროგრამებზე.


"ჩვენ შრომით შევქმნით საქრთველოს მომავალს. მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს, გურიის პატრონები თქვენ ხართ , გახადეთ ეს სახლი ძლიერი, მყარი და ბარაქიანი,"- განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner