„სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოხდა 9 წლის თავზე იმ მომენტიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისა და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დღეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო. ვულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებულად ჩატარებას. დიდ მადლობას გადავუხდი სამართალდამცველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ოპერაციის წარმატებულად ჩატარებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.