მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს.
ოლეგ ნიკოლენკოს მიერ ადგილობრივი მედიისთვის გაკეთებული კომენტარის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელია მიწვეული სააკაშვილის დაკავების გარემოებებისა და საფუძვლების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღების მიზნით.