logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ტყუილად ნურავინ იმუქრება!
- +

1 ოქტომბერი. 2021. 23:01

 

 

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ყოფილი მეთაურის დაკავებას მასობრივი გამოსვლები არ მოჰყვება.

 

„აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის. ტყუილად ნურავინ იმუქრება - არ მოხდება მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს. როგორც დღეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner