საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს და მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
“ბევრი კითხულობს დღეს, რომ პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო:” არა და არასოდეს”. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.