logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: არ ვაპირებ სააკაშვილის შეწყალებას!
- +

1 ოქტომბერი. 2021. 23:07

 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს და მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.

 

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

 

“ბევრი კითხულობს დღეს, რომ პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო:” არა და არასოდეს”. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner