logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეს ქალაქი ყველასია და კახა კალაძე ყველას მერია. ასე იყო 4 წლის განმავლობაში და ასე იქნება მომავალშიც
- +

1 ოქტომბერი. 2021. 23:48

 

 

 

„შეიძლება ვიღაც განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგის გამო ჩვენს გაკეთებულ საქმეებზე არ საუბრობს, მაგრამ გულში მათაც უხარიათ ეს პარკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო ბაღები. ეს ქალაქი ყველასია და კახა კალაძე ყველას მერია. ამ მიდგომებით ვხელმძღვანელობდი 4 წლის განმავლობაში და ასე ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა მომდევნო 4 წელი“, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად გუნდი. მე შეიძლება ხშირად ვჩანდე ტელევიზორში, ვასოცირდებოდე კონკრეტულ პროექტებთან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება. ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ მე ზურგს მიმართლებს პროფესიონალებით, პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი. ჩემი თანამშრომლები, მოადგილეები, სამსახურის უფროსები, 30 000 გულანთებული ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება ამ ქალაქს და თბილისელებს და მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ჩემი პოლიტიკური გუნდისგან მაქვს, რასაც ძალიან ვაფასებ. რომ არა ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა და თანადგომა, შეუძლებელი იქნება რაიმე წარმატებულ პროექტებზე ფიქრი. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მერწმუნეთ, რომ თითოეული თბილისელი ამას აუცილებლად დააფასებს. შეიძლება ვიღაც სხვა პოლიტიკური დღის წესრიგის გამო ჩვენს გაკეთებულ საქმეებზე არ საუბრობს, მაგრამ გულში მათაც უხარიათ ეს პარკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო ბაღები. ეს ქალაქი ყველასია და კახა კალაძე ყველას მერია. ამ მიდგომებით ვხელმძღვანელობდი 4 წლის განმავლობაში და ასე ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა მომდევნო 4 წელიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner