„სამწუხაროდ, ეს კონკრეტული პოლიტიკოსი და მისი პოლიტიკური ძალა ქმნის დაბრკოლებას ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური სისტემა სხვა მიმართულებით განვითარდეს.
„ვიდრე ეს პოლიტიკური ძალა იქნება მნიშვნელოვანი ძალა ჩვენს სისტემაში, მანამდე მუდმივად გვექნება ასეთი დაბრკოლება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სხვა მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური სისტემა და ჩვენ გვაქვს შემდეგი 3 წელი, იმისთვის რომ მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარება“, - განცხადა კობახიძემ.