logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად
- +

1 ოქტომბერი. 2021. 23:50

 

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

 

როგორც გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეული იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი.

 

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

right_banner right_banner
არქივი
right_banner