„ჩვენი ვალდებულება არის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში. უმნიშვნელოვანესია, რომ შევძლოთ ყველა პროვოკაციის თავიდან არიდება და დღეს ამის ბრწყინვალე დასტური იყო“, - ამის შესახებ კახა კუჭავამ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდი არჩევნებისთვის, ოპოზიცია კი არეულობისთვის ემზადება.
„დღესაც კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენი გუნდი ემზადება არჩევნებისთვის, 2 ოქტომბრისთვის, როდესაც ჩვენი ოპონენტები ემზადებოდნენ 3 ოქტომბრისთვის - არეულობისთვის, გამოსვლებისთვის. დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტის უფლება აქვს ყველას, თუმცა მოსახლეობა თავის სახელს არქმევს, როდესაც საუბარია დესტრუქციაზე, ძალადობაზე და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ მიიღოს აქტიური მონაწილეობა არჩევნებში და მხარი დაუჭიროს იმ ძალას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში დადო შედეგი“, - განაცხადა კუჭავამ.