logo_geo
eng_logo
საქართველოში აშშ-ის საელჩო არჩევნების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

2 ოქტომბერი. 2021. 00:14

 

საქართველოში აშშ-ის საელჩო 2 ოქტომბრის არჩევნების დღესთან დაკავშირებით საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

 

„საქართველოში არჩევნების შაბათ-კვირაა. აშშ-ის საელჩო ახსენებს აშშ-ის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება გაამახვილონ ხალხის დიდი მასების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, საპროტესტო აქციის გასამართად შეიკრიბონ. საქართველოს აქვს დაუგეგმავი სპონტანური პროტესტის გამოცდილება, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობას. მთელი თბილისის მასშტაბით, როგორიცაა რუსთაველის გამზირი, პარლამენტი და სხვა სამთავრობო შენობები, ამ პროტესტების კერას წარმოადგენენ.

 

გასათვალისწინებელი ქმედებები: სიახლეებისთვის თვალყური ადევნეთ ადგილობრივ მედიას; არ მიიქციოთ ყურადღება; იყავით ინფორმირებული თქვენი გარშემომყოფების შესახებ; გადახედეთ თქვენი პირად უსაფრთხოების გეგმებს“, – აღნიშნულია საელჩოს გაფრთხილებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner