„საქართველოში სოფლის მეურნეობა აღარ არის სირცხვილი, პირიქით, სოფლის მეურნეობა მიმზიდველია, მათ შორის ახალგაზრდებისთვის და ამას თითოეული ჩვენგანი ხედავს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„ჩვენ კონსტიტუციაში ავსახეთ იმის პრიორიტეტულობა, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ან იურიდიული პირები შეიძლება ფლობდნენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას, ამ განსაკუთრებულად ღირებულ აქტივს და ამავე დროს საქართველოში სოფლის მეურნეობის პერსპექტივა გავაჩინეთ. საქართველოში სოფლის მეურნეობა აღარ არის სირცხვილი, პირიქით, სოფლის მეურნეობა მიმზიდველია, მათ შორის ახალგაზრდებისთვის და ამას თითოეული ჩვენგანი ხედავს “, - აღნიშნა დავითაშვილმა.