„ახალგაზრდების წინაშე პასუხისმგებლობა არის მთავარი, რაც ჩვენს თაობას და ნებისმიერ პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს. ვისაც ეს პასუხისმგებლობა არ აქვს, მას არ უნდა ჰქონდეს გასაქანი ამ ქვეყანაში“, – ამის შესახებ „იმედის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ მუშტაიდის ბაღში ვესაუბრებოდით 18 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც წელს პირველად მისცემენ ხმას არჩევნებზე. მათ წინაშე პასუხისმგებლობა არის მთავარი, რაც ჩვენს თაობას და ნებისმიერ პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს. ვისაც ეს პასუხისმგებლობა არ აქვს, მას არ უნდა ჰქონდეს გასაქანი ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებს საზოგადოება იმისათვის, რათა დადგეს ისეთი მომავალი, როცა ჩვენი ბავშვები ერთ ბაღში, ერთ სკოლაში ივლიან და არ გვექნება ერთმანეთთან დაპირისპირების ის ფორმა, რომელიც არსებობს. არასდროს არ დაბრუნდება სადისტური მმართველობა, რომელიც საქართველოში არსებობდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.