“რა არის ადამიანის ბედნიერება? საყვარელი ოჯახი, საინტერესო საქმე, როცა შენი ყოველდღიური შრომით, ქმედებებით ადამიანებს აბედნიერებ, შედეგის დაფასება და განვითარებისკენ, სრულყოფისკენ სწრაფვა”, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გადაცემაში„არჩევნები 2021“ განაცხადა.
„დიახ - მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი კაცი ვარ - ვამაყობ ჩემი ანუკით, ვხარობ ჩემი შვილებით და ყოველ დილას მიმეჩქარება სამსახურში - ჩემი თბილისის და თბილისელების სამსახურში!“- აღნიშნა კალაძემ.