„ჩემი აზრით, კახა კალაძე არის ძალიან ეფექტური მერი. ის არის რისკიანი მერი, გემოვნებიანი და ამავე დროს დიდი შრომისუნარიანი ადამიანი. ამ თვისებებიდან ერთიც რომ არ ჰქონდეს ქალაქის მერს, ის ვერ იქნება წარმატებული“, - ამის შესახებ თბილისის საპატიო მოქალაქემ, თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისმა რამდენჯერმე დაუშვა შეცდომა, როდესაც არასწორი არჩევანი გააკეთა.
„მგონია, ახლა თბილისი მზად არის იმისთვის, რომ დააფასოს ის, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა. ჩემი აზრით, ეს ოთხი წელი საბჭოთა კავშირის შემდგომი პერიოდის საუკეთესო ეტაპია, მიუხედავად იმისა, რომ მეც ვიყავი მერი, თუმცა მაშინ სხვა ვითარება იყო. ჩემი აზრით, კახა კალაძე არის ძალიან ეფექტური მერი. ის არის რისკიანი მერი, გემოვნებიანი და ამავე დროს დიდი შრომისუნარიანი ადამიანი. ამ თვისებებიდან ერთიც რომ არ ჰქონდეს ქალაქის მერს, ის ვერ იქნება წარმატებული. სულ გაფაციცებული ვიყავი, მაინტერესებდა, რა ხდებოდა, თბილისში და ამ ოთხი წლის განმავლობაში ისეთი რამეები გაკეთდა, რომლის გაკეთებაც ძნელი იყო. საარჩევნო კამპანია, ძალიან საინტერესოდ დაიწყო, ჯერ გაკეთდა პრეზენტაცია სხვადასხვა მიმართულებით იმაზე, თუ რა სამუშაოები ჩატარდა და შემდეგ იყო ის, რა უნდა გაკეთდეს. ეს ძალიან საინტერესო იყო“, - განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა.