logo_geo
eng_logo
სახალხო დამცველი: როგორც სააკაშვილი აცხადებს, დაკავების დროს მარტო იყო, ძალა არ ყოფილა გამოყენებული
- +

2 ოქტომბერი. 2021. 02:31

 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

 

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება იმ განაჩენს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი.

 

„როგორ შემოვიდა საქართველოში, რა გზებით ამაზე არ სურს, რომ ვისაუბრო და არც ჩვენ გვისაუბრია. არ შევეხეთ სიღრმისეულად ამ ფაქტს.

 

როგორც ის აცხადებს, დაკავების დროს მარტო იყო, ძალა არ ყოფილა გამოყენებული. როგორც ამბობს, თავად გააღო კარი და არ გაუწევია წინააღმდეგობა. რაც შეეხება შიმშილობის გამოცხადებას, ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რომელიც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად“,- აღნიშნავს ლომჯარია.

 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner