„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უცხოელი დამკვირვებლების მუშაობა არის ერთ-ერთი დამზღვევი მექანიზმი იმ კუთხით, რომ არჩევნებზე ნაკლები პროვოკაცია იყოს.
„რა თქმა უნდა, პროვოკაციებს აქვს თავისი კანონზომიერება, მაგრამ კარგია, რომ 1000-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელია ჩამოსული საქართველოში, არის მობილური ჯგუფები, ისინი აკვირდებიან სხვადასხვა უბანზე პროცესს. ეს არის ერთ-ერთი დამზღვევი მექანიზმი, ვინაიდან წინა არჩევნებზე პანდემიის გამო ცოტა უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვიდა. თუმცა ამ შემთხვევაში ეს რისკები გადაზღვეულია და პროვოკატორებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციები მოაწყონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.