logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთი მედია აპოკალიპტურ სურათს ხატავს, მაგრამ, რეალურად, მშვიდი საარჩევნო გარემოა
- +

2 ოქტომბერი. 2021. 13:46

 

 

„შეიძლება ითქვას, რომ, ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, მშვიდი გარემოა. მართალია, ზოგიერთი მედია აპოკალიპტურ სურათს ხატავს, მაგრამ, რეალურად, მშვიდი საარჩევნო გარემოა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამომრჩეველთა აქტივობაც დამაკმაყოფილებელია.

 

„აქტივობისთვის თვალის დევნება ჩვენს საიტზეც შეგიძლიათ, სადაც მონაცემები დროის მიხედვით აისახება. მგონი, კარგი გამოცდილებაა, რომ, მგონი, საქართველოს ისტორიაში, პირველად, პარტია თავად არის აქტიურად ჩართული, რათა მოსახლეობას სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდოს. უბნების დახურვის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ ე.წ. პარალელურ დათვლას. ეს ნიშნავს, რომ როცა უბნებში ოქმები შეჯამდება, ვინაიდან პარტიებს ოქმების ასლები გადაეცემათ, გვაქვს საშუალება, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა ისინი მოგვაწოდონ და მონაცემები ავსახოთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner