logo_geo
eng_logo
რუსთავის მერმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
- +

2 ოქტომბერი. 2021. 13:47

 

 

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ საკუთარი არჩევანი №1 საარჩევნო უბანზე გააკეთა. ქალაქის მერი უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

 

როგორც ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მან ხმა მისცა ახალ შესაძლებლობებს და დარწმუნებულია, რომ მეორე ტური რუსთავში არ იქნება.

 

„განწყობა ისეთია და იმდენად დადებითი მუხტი აქვს ჩვენს კანდიდატს, ვფიქრობ, რომ პირველ ტურშივე წარმატებით უნდა დასრულდეს რუსთავში არჩევნები. მე ხმა მივეცი ახალ შესაძლებლობებს ჩვენს ქალაქში, დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატი და მისი გუნდი, ყველა დაწყებულ საქმეს სისრულეში მოიყვანს და განახორციელებს ბევრ საინტერესო პროექტს, რომელიც უფრო მეტად განავითარებს რუსთავს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner