„ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარემ მას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს კრწანისის ოლქში მიმდინარე ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით.
ევროკავშირის ელჩი დღევანდელ არჩევნებს ევროპარლამენტარებთან და სხვა სადამკვირვებლო მისიებთან ერთად უწევს მონიტორინგს.