logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: როდესაც არაუფლებამოსილი პირი შედის უბანზე, აფიქსირებს პრეტენზიებს, მას დარღვევის დაფიქსირება არ სურს, არამედ აქვს განზრახვა, არიოს უბნები
- +

2 ოქტომბერი. 2021. 14:29

 

 

„როდესაც არაუფლებამოსილი პირი შედის უბანზე, აფიქსირებს პრეტენზიებს, ეს არის ცალსახა დასტური იმისა, რომ მას კი არ სურს რეალური დარღვევის დაფიქსირება, არამედ მას აქვს განზრახვა, რომ არიოს, ჩაშალოს უბნები და ჩვენ ამის შესახებ მოგაწოდეთ ინფორმაცია ბრიფინგზე წინა დღეებში, რომ ეს დავალება აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მაგალითად გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენები მოიყვანა, რომლებშიც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მონაწილეობდა.

 

„ვნახე კადრები, სადაც ელენე ხოშტარია, რომელიც არ არის უფლებამოსილი პირი, შესული იყო უბანზე, აფიქსირებდა პრეტენზიებს, ითხოვდა საჩივრის დაწერის უფლების მინიჭებას და ა.შ. დაწეროს (საჩივარი) მან, ვისაც აქვს ამის კომპეტენცია, ანუ სპეციალური უფლებამოსილება. ხოშტარია არ არის იმ სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ასეთი დარღვევის დაფიქსირების სპეციალური უფლებამოსილება აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner