logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო - როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს
- +

2 ოქტომბერი. 2021. 15:07

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ მის მიერ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლოიანი პირბადით გამოცხადება ნამდვილად დარღვევა იყო და განმარტავს, რომ უბანზე გამოცხადებამდე, არ დააკვირდა, რომელი პირბადე გაიკეთა.

 

„დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო. ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და, როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ბრენდირებული პირბადით მისვლა ცესკო-მ აგიტაციის წესის დარღვევად შეაფასა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner