„ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნებში“, - ამის შესახებ კახა კუჭავამ ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით სულ რამდენიმე მცირე ინციდენტი დაფიქსირდა.
„მიხარია, რომ ჩვენი მოწოდება შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე და ყველამ გამოხატოს თავისი არჩევანი, დაიცვას ახალი რეგულაციები, რომელთაგანაც ბევრი პირველად მოქმედებს, სრულდება. რა თქმა უნდა, გარკვეული, მცირე დარღვევები იქნება, ეს ყველა არჩევნებზე ხდება. მაგრამ ყველაზე მთავარია, სიმშვიდე არის, ის, რისკენაც მოვუწოდებდით {ამომრჩეველს} და არა მხოლოდ ქუთაისში, ქვეყნის მასშტაბითაც 3-4 მცირე ინციდენტი იყო. უმეტეს შემთხვევაში აბსოლუტურად წყნარად, დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა კუჭავამ.