logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი 26-ე საარჩევნო უბანზე დაძაბულობის კერის შექმნას ცდილობდა
- +

2 ოქტომბერი. 2021. 15:59

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი დაძაბულობის კერის შექმნას ცდილობდა.

 

საუბარია სოფელ დვაბზუს 26-ე საარჩევნო უბანზე. იგი 100 მეტრის დაშორებით მყოფ „ქართული ოცნების“ აგიტატორებს მოუწოდებდა, საარჩევნო უბანი დაეტოვებინათ.

 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვნახე საარჩევნო უბანთან. მე მათ ვუთხარი, რომ კანონის მოთხოვნები ირღვეოდა და ძალიან მშვიდად მოვუწოდე, დაეტოვებინათ ტერიტორია.

 

მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია როგორც ჩემი, ასევე სხვა მოქალაქეთა აქტივობები“, - განაცხადა ღლონტმა „იმედის“ ჟურნალისტთან საუბრისას.

 

აღნიშნულ ფაქტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ღლონტის მიზანი ადამიანებს შორის დაპირისპირება და ადგილზე მასკარადის შექმნაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner