„დისქავერი" ქართულად მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე შპს „დისქავერი ჯორჯიამ" მიმართა. განცხადების შესაბამისად, შპს „დისქავერი ჯორჯიამ" ავტორიზაცია კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის სფეროში მოითხოვა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია ავტორიზებულ
პირთა უწყებრივ რეესტრში გაატარა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად დღეღამის განმავლობაში 12 საათი განისაზღვრა.