logo_geo
eng_logo
ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა
- +

2 ოქტომბერი. 2021. 21:03

 

 

 

„ქართული ოცნების“ წევრის, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კავშირი არ აქვთ.

 

„არანაირი მსგავსი ჩვენი მხრიდან, ჩვენი მხარდამჭერების ჩართულობით არ ყოფილა. ჩვენ რაც გავარკვიეთ, ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა „ლეიბორისტი“. დაპირისპირება იყო ჯერ უბანთან და მერე გაგრძელდა უბნის გარეთ, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერი დაჭრილი იყო დანით (როგორც ამბობენ) და ამ ჩხუბში მონაწილეობას იღებდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერები, “ - განაცხადა ზაურ დარგალმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner