ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტს, რომლის თანახმად, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაჭრეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი „ნაციონალური პარტიის“ წევრმა დაჭრა.
„მარნეულის ოლქში ოპოზიციის მხარდამჭერები და კოორდინატორები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, „ნაციონალმა“ „ლეიბორისტი“ დაჭრა, რადიკალური ოპოზიცია მათ ყოფილ მოკავშირეებსაც აღარ ინდობს, მთავარია მეტი პროვოკაცია და დაპირისპირება, მხოლოდ ეს არის მათი მიზანი“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.