logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს ქვეყნის სტაბილურ და გრძელვადიან განვითარებას
- +

2 ოქტომბერი. 2021. 21:35

 

 

„ეგზიტპოლის მიხედვით გამოქვეყნებულ მონაცემებში როგორც პარტიული კუთხით ისე კახა კალაძესთან მიმართებით, უფრო მაღალ შედეგს ველოდი“, - ამის შესახებ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„თუმცა ეს შედეგებიც დამაკმაყოფილებელია და კარგია. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. ასევე ყველა ადამიანს, რომელიც შესაძლოა ჩვენი მოწინააღმდეგეც იყო, ჩვენი ოპონენტიც იყო, მაგრამ ყველამ ერთად, საერთო ჯამში საზოგადოებამ უზრუნველყო, რომ „ქართულ ოცნებას“ გაემარჯვა. რაც ნიშნავს ქვეყნის სტაბილურ და გრძელვადიან განვითარებას. რადგან თვითმმართველობის არჩევნებია, რეგიონების, უბნების და ქალაქების დონეზე ჩვენ გვაქვს კიდევ სამი წელი რომ ქვეყანა და რეგიონები მეტი დინამიკით განვავითაროთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 18:00 სააათისთვის ხმების 47,6% „ქართული ოცნებას“ აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 27,1%.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner