logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ოთარ სტეფანიშვილმა რამდენიმე საათით ადრე დაწერა, ნაცების მიერ, არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ, ზუსტად ის შედეგები დადო გვარამიამ და „იფსოსსმა“
- +

2 ოქტომბერი. 2021. 21:50

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სააგენტო „მარშალპრესის“ რედაქტორის, ოთარ სტეფანიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ამ ბიჭმა დაწერა რამდენიმე საათით ადრე, ნაცების მიერ შედეგების მანიპულაციების და გაყალბების შესახებ და ზუსტად ის შედეგების დადო გვარამიამ და იფსოსსმა. პატივახდილ შპს „იფსოს/უკრაინას“, ვერც „მედია-კუზანოვი“ ნიკა გვარამია უშველის - მათი „ქალწულობის“ ამბავი მეორე წელია მოდებული აქვს ქვეყანას. გაგიკვირდებათ, და „გლავკანალის“ კოლეგებმა „ფორმულიდან“, თავისი გარესერჩებული ედისონით, საკუთარი ნამუსის კამერტონი მისაღები ჟღერადობის ფარგლებში მაინც შეინარჩუნეს... ამასობაში კი მარნეულში ნაცებმა და ლეიბორისტებმა ერთმანეთი დაჭრეს - მათ შორის ვინ უფრო დიდი „ქოცია“ გარკვევის გამო. დამარცხებისა და „ქალწულობის“ დაკარგვის აღიარებაც - ძლიერთა ხვედრია“, - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner